თებერვალი
7 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა;
დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ვამოცემული ანგარიში,
2. ქ. დუშეთში, სამხედრო დასახლების მიმდებარედ არსებული 168 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ;
3. ქ. დუშეთში მდებარე 198 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შემდგომში რეალიზაციის მიზნით,
4. ქ. დუშეთში მდებარე 13 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ,
5. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოსხევში მდებარე 353 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების საკითხი, შემდგომში იჯარა/პრივატიზების მიზნით,
6. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახატანში მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #71.64.86.903) პრივატიზების შესახებ,
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელსოფელში მდებარე 2496 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზების შესახებ,
8. დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭართალში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #71.54.06.025), დანართის შესაბამისად განსაზღვრული, შენობა #2/1-ში მითითებული ფართის ეკომიგრანტი ოჯახისთსის გადაცემის საკითხი,
9. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ინოს ჭალაში მდებარე 17356 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (დანგრეული) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტაციის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, შემდგომში საქმიანი ეზოს მოწყობის მიზნით
10. დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჟინვალში მდებარე 18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბუნებრივ რესურსებზე დამაგრების საკითხი
სხდომა ჩატარდება საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში.